Accentnews.ge
TBC–მ თავისი ციფრული ტრანსფორმაცია Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა

TBC–მ თავისი ციფრული ტრანსფორმაცია Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა

19/05/2020 10:40:32 ეკონომიკა, რეკლამა

თიბისიმ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენციაზე წარადგინა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. გავლენიანმა ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანიამ საქართველოში უმსხვილესი ბანკი სპეციალურად მიიწვია ღონისძიებაზე, რათა მას თავისი გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა.

კონფერენციაზე, რომელსაც მთელი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ესწრებოდნენ, საქართველოს მხოლოდ ერთი კომპანია - თიბისი წარმოადგენდა, რომელიც გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და მისმა მოადგილემ ნიკა ქურდიანმა წარადგინეს.

მათი პრეზენტაცია თიბისის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახორციელებულ ციფრულ ტრანსფორმაციას შეეხებოდა.

Mckinsey-ის ციფრული ბანკინგის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მას მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი კომპანიები ესწრებიან. წელს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მომხსენებლად თიბისი მიიწვიეს და ეს ალბათ ბოლო პერიოდში კომპანიის მნიშვნელოვანი მიღწევებიდან გამომდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S