Accentnews.ge
ოქროს ფასი ბოლო 8 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

ოქროს ფასი ბოლო 8 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა

19/05/2020 10:32:36 მსოფლიო

ოქროს ფასი 18 მაისს ბოლო 8 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა. სასაქონლო ბირჟებზე უნციის [31.1 გრამი] ფასმა 1,775 დოლარს გადააჭარბა. სავაჭრო დღის ბოლოს ოქროს ფასი კვლავ ქვევით წამოვიდა.

MarketWatch-ის ანალიტიკოსის ჯიმი ვაიკოფის ანალიზის თანახმად, ფასის შემცირების მიზეზი ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ Сovid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებულ დასასრულს უკავშირდება. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ Moderna-ს აქციების ფასი თითქმის 30%-ით 87 დოლარამდე გაიზარდა.

ინფორმაციისთვის: ეკონომიკური კრიზისის ფონზე ინვესტორები ფულის ნაკლებ რისკიან აქტივებში გადატანას ცდილობენ. ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მეთოდად ფულის ოქროში დაბანდება ითვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S