
„თიბისი” ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის
19/05/2020 08:07:45 ეკონომიკა, რეკლამა
"თიბისიმ” ბიზნესის მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალი ონლაინ პლატფორმა, tbcpayments.ge შექმნა.
„თიბისის" ცნობით, ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით, ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი.„ვებ-გვერდის საშუალებით ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი გადახდის მეთოდი, როგორც ელ.კომერციის ისე პოს.
ტერმინალის მიმართულებით, დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღნიშნული პროდუქტების შესახებ და დისტანციურად მოითხოვონ და დანერგონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის სასურველი სისტემა,“ - ნათქვამია „თიბისის“ ინფორმაციაში.
პლატფორმა სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ის განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული ბიზნესებისთვის.
„თიბისის, როგორც გადახდების ბიზნესში ლიდერი კომპანიის მიზანია, მოხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ ახალი პლატფორმა არაერთ ბიზნესს გაუმარტივებს საქმიანობას და დაეხმარება მათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში“, - განაცხადა „თიბისის” გადახდების ლიგის ლიდერმა თამუნა ჟიჟილაშვილმა. ახალი პლატფორმა ბიზნესებისთვის უკვე ამოქმედდა და ის ხელმისაწვდომია ბმულზე - www.tbcpayments.ge