Accentnews.ge
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5000–ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5000–ს გადააჭარბა

19/05/2020 07:46:09 მსოფლიო

სომხეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა და 218 დაინფიცირდა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 64 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 5 041, გამოჯანმრთელებულია 2164 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 320 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 900 000–ს გადააჭარბა, 1 920 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 702-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 456 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S