Accentnews.ge
"კორონავირუსის პრევენციის მიზნით "ჰიდროქსიქლოროქინს" ყოველდღე ვსვამ"

"კორონავირუსის პრევენციის მიზნით "ჰიდროქსიქლოროქინს" ყოველდღე ვსვამ"

19/05/2020 06:25:03 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით "ჰიდროქსიქლოროქინის" მიღება დაიწყო.

„ჰიდროქსიქლოროქინს" ვსვამ. კვირა-ნახევარია დღეში თითო აბს ვღებულობ. რისი თქმაც თქვენთვის შემიძლია ისაა, რომ ჯერ–ჯერობით თავს კარგად ვგრძნობ", - განუცხადა ტრაპმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, მისცა თუ არა თეთრი სახლის მთავარმა ექიმმა პრეზიდენტს "ჰიდროქსიქლოროქინის" პრევენციის იზნით გამოყენების რეკომენდაცია, ტრამპმა შემდეგი განაცხადა:

"თავად მოვითხოვე, დამეწყო ამ წამლის მიღება".

როგორც დონალდ ტრამპის პირადმა ექიმმა სინ კონლიმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა. რომ "პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და მას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება".

"მე პრეზიდენტთან ეს საკითხი ბევრჯერ განვიხილე. არაერთი დისკუსიის მიუხედავად, ჩვენ დავასკვნეთ, რომ „ჰიდროქსიქლოროქინით" მკურნალობის პოტენციური სარგებელი პრეპარატის მიღებით გამოწვეულ რისკებს აღემატებოდა", – დასძინა ტრამპის პირადმა ექიმმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ მალარიის სამკურნალო პრეპარატ "ჰიდროქსიქლოროქინის" ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოყენების ნებართვა გასცა. თუმცა უწყების თქმით, პრეპარატი მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში უნდა გამოიყენონ, რადგან პრეპარატმა შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S