7 გამწმენდი საშუალება, რომელიც COVID-19–ს არ კლავს
18/05/2020 20:23:25 მსოფლიო
ზოგიერთი გამყიდველი პანდემიას იმ გამწმენდი საშუალებების გასასაღებლად იყენებს, რომელიც მათი მტკიცებით, ახალ კორონავირუსს კლავს, თუმცა რეალურად ეს პროდუქცია COVID-19–ის წინააღმდეგ არაეფექტურია. სოციალურ ქსელებში ხშირად ესა თუ ის მომხმარებელი სწორედ ასეთ არაეფექტურ საშუალებებს უწევს რეკომენდაციას.
გთავაზობთ 7 გამწმენდ საშუალებას, რომელიც COVID-19–ს არ კლავს.
ხსნარი, რომელიც არ შეიცავს 70%-იან სპირტს

„აუცილებელია, გამწმენდი საშუალება შეიცავდეს 70 ან უფრო მაღალ პროცენტიან სპირტს, რომ ზედაპირი ახალი კორონავირუსის ნაწილაკებისგან გაასუფთავოს“, – აცხადებს აშშ–ის Cleaning Institute–ს ექსპერტი ბრაიან სანსონი.
ძმრის შემცველობის მქონე საშუალება

„ბევრი ადამიანი იყენებს სახლში დამზადებულ ძმარს , როგორც ზედაპირის გამწმენდ საშუალებას, მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, მსგავსი ხსნარები COVID-19–ს არ კლავენ“, – აცხადებს ამერიკელი ექსპერტი კრისტიან გონსალესი.
ეთერზეთები

”მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეთერზეთი ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებით, მათი ეფექტურობა SARS-CoV-2–ის [COVID-19–ის გამომწვევი ვირუსი] შემთხვევაში შესწავლილი არ არის“, – აცხადებს კრისტიან გონსალესი.
სველი ხელსახოცი

მათ აქვთ უნარი, რომ მოკლან ბაქტერიები. კლავს თუ არა სველი ხელსახოცი ვირუსებს, მათ შორის SARS-CoV-2–ს უცნობია, რადგან ამ პროდუქციის შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.
სოდა, რომელიც კულინარიაში გამოიყენება

ამ ტიპის სოდით ზედაპირის დამუშავება COVID-19–ს არ კლავს.
საბავშვო სველი ხელსახოცი

ეს პროდუქცია არ COVID-19–ს არ კლავს.
ნავთის შემცველი საწმენდი საშუალება

ნავთის შემცველი საწმენდი საშუალება ზედაპირს არც ერთი ვირუსისგან, მათ შორის არც ახალი კორონავირუსისგან არ ასუფთავებს.
წყარო: bestlifeonline


