Accentnews.ge
ერდოღანმა რამადან ბაირამის დღესასწაულის პერიოდში თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ერდოღანმა რამადან ბაირამის დღესასწაულის პერიოდში თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

18/05/2020 19:10:36 მსოფლიო

თურქეთში რამადან ბაირამის დღესასწაულის პერიოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა 23–დან 26 მაისის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

„ვიმედოვნებ, საგანგებო რეჟიმის შემოღება დღესასწაულის დასრულების შემდეგაც არ მოგვიწევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მუსლიმები რამადანის თვის დასრულებისას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს რამადან ბაირამს (არაბულად - იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავენ. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას გასცემენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 კვირაა, თურქეთში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდება. დღე–ღამის განმავლობაში ვირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა და 1158 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში Covid-19-მა 4 171 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 150 593, გამოჯანმრთელებულია 111 577 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S