მედია: ჩინეთში 108 მილიონი ადამიანი თვითიზოლაციაში დაბრუნდა
18/05/2020 17:04:02 მსოფლიო
COVID-19–ის ახალი აფეთქების გამო ჩინეთში 108 მილიონი ადამიანი თვითიზოლაციაში დაბრუნდა,– იუწყება სააგენტო „ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინე ზომები გამოაცხადა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში; პროვინცია ცზილინში შეწყდა ავტობუსებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობა; დაიკეტა სკოლები და მოქალაქეები იზოლირებულები არიან.
„ბლუმბერგის“ წერს, რომ პროვინციაში დაფიქსირდა 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჩინეთის ხელისუფლებას ეპიდაფექების მეორე ტალღის ეშინია.


