Accentnews.ge
საფრანგეთი და გერმანია COVID–19–ისგან დაზარალებული ქვეყნების მხარდასაჭერად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ

საფრანგეთი და გერმანია COVID–19–ისგან დაზარალებული ქვეყნების მხარდასაჭერად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ

18/05/2020 16:40:45 მსოფლიო

საფრანგეთი და გერმანია 500 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდიან, რომელიც ახალი კორონავირუსისგან დაზარალებულ ქვეყნებს დაეხმარება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი მხარს დაუჭერს მეტნაკლებად დაზარალებულ ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონებს ევროპული პრიორიტეტების შესაბამისად.

„ეს ყველაზე ცუდი კრიზისია, რომელსაც შეეჯახა ევროკავშირი თავისი ისტორიის მანძილზე. ასეთი კრიზისი მოითხოვს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ევროპულად უნდა ვიმოქმედოთ. დღეს წარმოვადგენთ კრიზისზე მოკლე პასუხს, გრძელი პასუხების განხილვა კი მოგვიწევს“ , - განაცხადა მერკელმა.

ფონდის ასამოქმედებლად აუცილებელია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის თანხმობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S