
თბილისის ნაწილს 13 ივნისს წყლის მიწოდება შეუწყდება
13/06/2019 03:21:58 სხვა, საზოგადოება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორ I-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 11:00 სთ-დან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: ჭონქაძის ქ. N 18,20,22, ყიფიანის ქ. N 29,35, მთაწმინდის ქ. N 12,14,16.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.