Accentnews.ge
ძნელაძე: „სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს“

ძნელაძე: „სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს“

18/05/2020 13:48:39 ეკონომიკა

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ძნელაძე განმარტავს, ამეჯარდ შეთავაზება ყველას არ შეეხება.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გარკვეული მოწყვლადი ჯგუფის იდენტიფიცირებისთვის.

„დღეის მდგომარეობით ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს შეთავაზება მასობრივად და ყველასთვის არ იქნება. მიმდინარეობს მუშაობა გარკვეული მოწყვლად ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის. ბიზნეს სესხებთან მიმართებაში უკვე მიმდინარეობს ინდივიდუალურ რეჟიმში განხილვა და გარკვეული რესტრუქტურიზაციის შეთავაზება. ბიზნესების კუთხით სამთვიანი გადავადება არ იქნება რელევანტური. კონკრეტულად შეიძლება, კარგი იყოს, მაგრამ ზოგს სჭირდება ორთვიანი ზოგს ცხრათვიანი. ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ძირითადად არის საუბარი იმ ადამიანებზე, ვინც დაკარგა შემოსავალი და მათი იდენტიფიცირება ჯგუფურად შესაძლებელია,“-განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის: ქვეყანაში პანდემიის დროს შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება რომ საკუთარ მომხმარებლებს ესარგებლათ სამთვიანი საშეღავათო პერიოდით. თუმცა ეს ვადა იწურება.

ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს, საბანკო სექტორთან ერთად იმუშაოს, რომ კიდევ სამი თვით გადაავადოს სასესხო ვალდებულებები, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას განცხადებით, შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ, მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, ვიდრე ანალიზი არ გაკეთდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S