Accentnews.ge
EBRD საქაერონავიგაციას 10 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

EBRD საქაერონავიგაციას 10 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

18/05/2020 13:39:39 ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სახელმწიფოს კუთვნილ კომპანია „საქაერონავიგაციას“ 10 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს (სესხი) გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის ბანკის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

პრეს-რელიზის მიხედვით, პროექტის მიზანია, კომპანიას კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული შოკების გადალახვაში დაეხმაროს და გაზარდოს მისი ლიკვიდური სახსრები.

საქაერონავიგაცია არის სახელმწიფოს საკუთრებაში არესუბული კომპანია, რომლის მიზანია, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S