Accentnews.ge
ჩინეთი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად 2 მლრდ დოლარს გამოჰყოფს

ჩინეთი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად 2 მლრდ დოლარს გამოჰყოფს

18/05/2020 13:18:08 მსოფლიო

ჩინეთი ახალი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად 2 მლრდ დოლარს გამოჰყოფს.

„ჩინეთი მომდევნო ორი წლის მანძილზე 2 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაიხდის, რათა ვირუსით დაზარალებულმა ქვეყნებმა შესძლონ ვირუსით გამოწვეული ზარალის შემსუბუქება, განსაკუთრებით ეს ეხება განვითარებად ქვეყნებს“,-განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, საიდანაც მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. მსოფლიო ლიდერებმა ჩინეთი ვირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 316 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 800 000–ს გადააჭარბა, 1 870 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S