Accentnews.ge
კრასნოიარსკში COVID-19-თან საბრძოლველად სამხედროები გადაისროლეს

კრასნოიარსკში COVID-19-თან საბრძოლველად სამხედროები გადაისროლეს

18/05/2020 12:03:17 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მედიკოსები და სპეცაღჭურვილობა გადაისროლა კრასნოიარსკის მხარეში, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია "Полюс"-ის დასახლებაში COVID-19-ის ეპიდემიაა დაწყებული. სულ რეგიონში 200-ზე მეტი სამხედრო და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გადასხეს.

დასახლებაში, სადაც ხსენებული კომპანიის თანამშრომლები სახლობენ, 18 მაისის დილისთვის კორონავირუსული ინფექცია 866 პირს ჰქონდა დადასტურებული. მათი უმრავლესობა კარანტინში პირდაპირ სამრეწველო მოედანზე, ე.წ. “მობილურ ჰოსპიტალშია” მოთავსებული, მთავარ სამკურნალო საშუალებად კი, ინფიცირებულთა განცხადებით, პარაცეტამოლი გამოიყენება, - იუწყება “Сибирь.

Реалии”. კრასნოიარსკის მხარე ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთის რეგიონებს შორის მე-20 ადგილზეა. სულ იქ 1,8 ათასი დაავადებულია აღრიცხული, გარდაცვლილია, ოფიციალური ინფორმაციით, 18 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S