საფრანგეთში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ Covid-19-ით 70 მოსწავლე დაინფიცირდა და სკოლები კვლავ დაიხურა
18/05/2020 11:41:09 მსოფლიო
საფრანგეთში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ Covid-19-ით 70 მოსწავლე დაინფიცირდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკერმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემდეგ დაიკეტა ყველა სკოლა, სადაც ვირუსი გამოვლინდა.
საფრანგეთში სკოლებში სასწავლო პროცესი 11 მაისიდან აღდგა. დაახლოებით 1,4 მილიონი ბავშვი ქვეყნის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში დაბრუნდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-მა 28 108 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 179 569 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 61 213 პირი.


