Accentnews.ge
ინდოეთსა და ბანგლადეშს ტაიფუნი უახლოვდება, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ინდოეთსა და ბანგლადეშს ტაიფუნი უახლოვდება, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

18/05/2020 10:06:41 მსოფლიო

ინდოეთსა და ბანგლადეშს ტაიფუნი უახლოვდება, ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ციკლონი, სახელწოდებით "ამფანი", რომელიც მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად ჩამოყალიბდა 240 კილომეტრ საათში სიჩქარით მოძრაობს, თუმცა სინიპტიკოსები იმედოვნებენ, რომ ქვეყნებამდე ვიდრე მიაღწევს, მისი სიჩქარე მცირედით შემცირდება.

ინდოეთის შტატ ოდიშაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტაიფუნის მიახლოება მსოფლიოს უდიდეს დევნილთა ბანაკ კოქს ბაზართან, სადაც დაახლოებით 1 მლნ ლტოლვილი ცხოვრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S