რომის პაპმა ვატიკანში კარანტინის შემდეგ პირველი მესა ჩაატარა
18/05/2020 09:59:04 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკმა ვატინაკში, წმინდა პეტრეს ტაძარში მარტის თვიდან პირველი მესა ჩაატარა. ღვთისმსახურება იონე პავლე მეორეს 100 წლისთავს ეძღვნებოდა.
მისი ხსოვნის დღე 18 მაისს აღინიშნება. ტაძარი, რომელშიც იონე პავლე მეორეა დაკრძალული, კორონავირუსის ეპიდემიის გამო თითქმის 70 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო.
მესას 30 ადამიანი დაესწრო. ყველა მათგანი სოციალური დისტანცირების წესებს იცავდა. დღეიდან იტალიის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა. ამასთან, მრევლის ყველა წევრი ვალდებულია, ნიღბები ატაროს და დისტანცირების წესები დაიცვას. დღესვე იტალიაში ამოქმედდა ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები.


