Accentnews.ge
აშშ-მა რუსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატები და კოვიდ-ტესტები გაუგზავნა

აშშ-მა რუსეთს ხელოვნური სუნთქვის აპარატები და კოვიდ-ტესტები გაუგზავნა

18/05/2020 09:15:07 მსოფლიო

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და კორონავირუსული ინფექციის დამდგენი ტესტ-სისტემები გაუგზავნა, - ამის შესახებ “Washington Examiner”-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განუცხადა.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა მისგან შესაბამისი წინადადება მიიღო და დასთანხმდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა მთლიანად თავის თავზე აიღო 200 აპარატის დამზადებისა და გაგზავნის ხარჯები, რომელიც დაახლოებით 5 მლნ დოლარს შეადგენს.

აღჭურვილობას რუსეთში სამხედრო ავიაცია ჩაიტანს, რადგან ორ ქვეყანას შორის კომერციული რეისები შეწყვეტილია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტვირთი რუსეთის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი და ეს გადაზიდვა არ წარმოადგენს რუს სამხედროებთან რაიმე სახის პარტნიორობას, რომელიც სახელმწიფო თავდაცვის შესახებ კანონითაა აკრძალული.

აპრილის დასაწყისში რუსეთმა აშშ-ში ხელოვნური სუნთქვის აპარატები "Авента-М" გაგზავნა, რომელიც ურალის ქარხანაშია წარმოებული. ერთ თვეში ორი ასეთი აპარატი კლინიკებში ხანძრების მიზეზად იქცა. ამის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს აპარატები აღარ გამოეყენებინათ და ისინი ამერიკული კლინიკების საწყობებში ინახება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S