Accentnews.ge
მე–3 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა მცირდება

მე–3 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა მცირდება

18/05/2020 08:45:00 მსოფლიო

მე–3 დღეა, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა მცირდება. როგორც ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 8926 ადამიანი დაინფიცირდა, 17 მაისს – 9 709, 16 მაისს – 9 200. მანამდე, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაავდებით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 2 722 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 290 678 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 70 209 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 316 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 800 000–ს გადააჭარბა, 1 870 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S