
ერდოღანმა აშშ–ის მიერ მიღებულ ზომებს უპასუხა
12/06/2019 21:12:28 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო კომპლექსები უკვე შეიძინა. ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მე არ ვამბობ, რომ თურქეთი შეიძენს ეს-400-ს. მე ვამბობს, რომ თურქეთმა ეს შეიარაღება უკვე შეიძინა და ეს დამთავრებული ამბავია. ეს-400-ებს თურქეთში ივლისში ჩაიტანენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსნებთ მანამდე აშშ-მა ულტიმატუმი წაუყენა თურქეთს და 31 ივლისამდე რუსეთისგან ეს-400 ტიპის საზენიტო კომპლექსის შეძენის შესახებ შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ თურქეთს ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ის წარმოებაში მონაწილობას და მათ ყიდვას აუკრძალავს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაწვრთნას თურქი პილოტები F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის.