პეკინი: COVID-19–ის სათავეებსა და გავრცელებაზე ძიების დაწყება ნაადრევია
18/05/2020 08:19:37 მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კოვიდ-19“-ის სათავეებსა და გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ჯერ ნაადრევია,– იუწყება „როიტერი“.
როგორც სამინისტროს სპიკერმა გენ შუანმა ბრიფინგისას განაცხადა, ქვეყნების უმრავლესობისთვის პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამიტომ გამოძიების დაწყება ჯერ მიზანშეწონილი არ არის.
სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეას ვიდეომიმართვით გახსნის.
ცნობისთვის: ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები ჩინეთში, უჰანში დაფიქსირდა და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. რიგი ქვეყნები, მათ შორის აშშ პეკინს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ.


