Accentnews.ge
ჯანმო–ს ყოფილი ხელმძღვანელი: „Covid-19 შესაძლოა, ბუნებრივად გაქრეს მანამდე, სანამ ვაქცინა შეიქმნება“

ჯანმო–ს ყოფილი ხელმძღვანელი: „Covid-19 შესაძლოა, ბუნებრივად გაქრეს მანამდე, სანამ ვაქცინა შეიქმნება“

18/05/2020 07:46:18 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის კაროლ სიკორას განცხადებით, „Covid-19 შესაძლოა, ბუნებრივად გაქრეს მანამდე, სანამ ვაქცინა შეიქმნება“.

„ჩემი აზრით, ჩვენ უკვე იმაზე მეტი იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული, ვიდრე ამას სადღეისოდ ადასტურებენ. Covid-19 შესაძლოა, ბუნებრივად გაქრეს მანამდე, სანამ ვაქცინა შეიქმნება. ვთვლი, რომ ეს შესაძლოა სცენარია“, – განაცხადა სიკორამ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 316 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 800 000–ს გადააჭარბა, 1 870 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S