Accentnews.ge
ჯონსონი: „ვაქცინა შესაძლოა, საერთოდ ვერ შეიქმნას“

ჯონსონი: „ვაქცინა შესაძლოა, საერთოდ ვერ შეიქმნას“

18/05/2020 06:54:39 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ინფორმაციით, მიუხედავად გლობალური მცდელობისა, შესაძლოა, ვაქცინა საერთოდ ვერ შეიქმნას.

„გასავლელი დიდი გზა რჩება და გულახდილად უნდა ვთქვა, ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ახალი გზები, რომ ვირუსი ვაკონტროლოთ“,– განაცხადა ჯონსონმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის: აშშ–ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩის განცახდებით, ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე, 8 ვარიანტის კლინიკური ცდები მიმდინარეობს და შესაძლოა, ვაქცინა შემოდგომისათვის მზად იყოს.

ამასთან, როგორც მან სენატორებთან საუბრისას აღნიშნა, პროგნოზი, რომ ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე დასჭირდებოდა, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.

"ჩვენ ბევრი კანდიდატი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე გამარჯვებული გვეყოლება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გლობალურ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს, თუ რამდენიმე წარმატებული კანდიდატი გვეყოლება", - განაცხადა ფაუჩიმ.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის, გლობალურად კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 300000-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S