ბელგიელმა მედიკოსებმა ქვეყნის პრემიერს პროტესტის ნიშნად ზურგი შეაქციეს (ვიდეო)
18/05/2020 06:39:28 მსოფლიო
ბელგიელმა მედიკოსებმა ბრიუსელის ერთ–ერთ ჰოსპიტალში ვიზიტად მისულ ქვეყნის პრემიერ–მინისტრს ზურგი შეაქციეს.
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ასე გააპროტესტა სამედიცინო პერსონალმა ქვეყნის მთავრობის ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ. მათი თქმით, ხელისუფლება ახალი კორონავირუსის საკითხს არასათანადო ყურადღებას უთმობს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბელგიაში Covid-19–მა 9 052 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 55 280, გამოჯანმრთელებულია 14 630.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 316 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 800 000–ს გადააჭარბა, 1 870 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


