Accentnews.ge
BBC: 2015 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს მესამე ეკონომიკა რეცესიაშია

BBC: 2015 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს მესამე ეკონომიკა რეცესიაშია

18/05/2020 06:09:49 მსოფლიო

2015 წლის შემდეგ პირველად, იაპონია რეცესიაშია: კორონავირუსის გავრცელება დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოს მესამე ეკონომიკის ბიზნესსა და მომხმარებელთა ხარჯებზე. – იუწყება BBC.

მისივე ცნობით, კერძო მოხმარების, კაპიტალური ხარჯებისა და ექსპორტის შემცირების გამო, წინა კვარტლებთან შედარებით, წლის პირველ კვარტალში იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4 პროცენტით შემცირდა.

„როიტერის“ მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაპონიის ეკონომიკა მიმდინარე კვარტალში 22 პროცენტით შემცირდება და თუ ეს მოხდა, ეს იქნება ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნა.

იაპონიაში კოროანვირუსით ინფიცირების 16 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 744 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S