აშშ-ში Covid–19–თ გარდაცვლილთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა
18/05/2020 05:47:23 მსოფლიო
აშშ-ში Covid–19–თ გარდაცვლილთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 808 ადამიანი დაიღუპა და 18 873 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid–19–მა 90 978 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 527 664 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 346 389 [პაციენტი.
აშშ Covid–19–თ გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ 1 ივნისისთვის ქვეყანაში დაავადებით დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 316 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 800 000–ს გადააჭარბა, 1 870 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


