Accentnews.ge
18 მაისიდან იტალიაში მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნება

18 მაისიდან იტალიაში მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნება

17/05/2020 18:36:04 მსოფლიო

18 მაისს იტალიაში მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონები გაიხსნება. ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეს დაწესებულებები 2 თვეზე მეტია დაკეტილია.

იმისათვის, რომ მათ მუშაობა განაახლონ, უნდა დაიცვან სპეციალური მითითებები, მათ შორის უზრუნველყონ მომხმარებლებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია.

ტანსაცმელი, რომელსაც მაღაზიაში მომხმარებელი მოიზომებს 24 საათის განმავლობაში კარანტინის ოთახში მოთავსდება.

რესტორნებში ერთ მაგიდასთან დაჯდომა მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებს შეეძლებათ.

იტალია საზღვრებს 3 ივნისიდან გახსნის. ამავდროულად აღდგება ქვეყნის შიგნით გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები სრული კარანტინის რეჟიმში 9 მარტიდან 4 მაისამდე ცხოვრობდნენ. 4 მაისიდან ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

იტალიაში 4 მარტის შემდეგ პირველად, Covid-19–ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავადებამ 145 ადამიანი შეიწირა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 31 908 დაიღუპა, ინფიცირებულია 225 435, გამოჯანმრთელებულია 125 176.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S