ბრაზილიამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიასა და საფრანგეთს გაუსწრო
17/05/2020 08:46:39 მსოფლიო
ბრაზილიამ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიასა და საფრანგეთს გაუსწრო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაავდებით 816 ადამიანი გარდაიცვალა და 14 919 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსმა 15 662 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 233 511 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 89 672.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში დადასტურებულია ინფიცირების 224 760 შემთხვევა, საფრანგეთში – 179 365.


