ისრაელში ჩინეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს
17/05/2020 08:16:09 მსოფლიო
ისრაელში ჩინეთის ელჩი დუ ვეი გარდაცვლილი იპოვეს, – იუწყება BBC. მისივე ცნობით, ელჩი თელ ავივის გარეუბანში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში, საწოლში ნახეს გარდაცვლილი.
ჩინეთის ელჩის გარდაცვალების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ჩინელი დიპლომატი 58 წლის იყო. დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩად მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნა. მანამდე ჩინელი დიპლომატი უკრაინაში ჩინეთის წარმომადგენლად მუშაობდა.


