
მედია: უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიინკაზე კონტროლი აღადგინა
12/06/2019 15:52:33 სხვა, მსოფლიო
უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიინკის უდიდეს ნაწილზე კონტროლი აღადგინა, – იუწყება უკრაინული მედია.
მისივე ცნობით, ქალაქ მარიინკაში უკრაინის არმიის 24-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები იმყოფებიან, რომლებმაც ახალი პოზიციები დაიკავეს და ტერიტორიას სრულად აკონტროლებენ.
ქალაქი მარიინკა დონეცკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.