Accentnews.ge
"ღია სივრცეებში სადეზინფექციო ხსნარის შესასხურებელი ფორმით გამოყენება შესაძლოა, საზიანოც იყოს"

"ღია სივრცეებში სადეზინფექციო ხსნარის შესასხურებელი ფორმით გამოყენება შესაძლოა, საზიანოც იყოს"

16/05/2020 19:41:15 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, ღია სივრცეებში სადეზინფექციო ხსნარის შესასხურებელი ფორმით გამოყენება არაეფექტურია და შესაძლოა, საზიანოც იყოს,–უწყება CNN.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ხსენებული რეკომენდაცია ასევე ეხება ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციასაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ასევე არ არის ეფექტური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ამ მეთოდით დეზინფიცირება, რადგან ასეთი ტიპის ხსნარები ჭუჭყთან შეხების შემდეგ ეფექტური აღარ არის:

„სადეზინფექციო ხსნარების შესასხურებელ ფორმაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის, სასუნთქი გზების ან კანის გაღიზიანება, რასაც ჯანმრთელობაზე ნეგატიური ეფექტი აქვს. ზოგიერთი ქიმიური ხსნარის გასხურება, მაგალითად როგორებიცაა ფორმალდეჰიდი და ქლორის ხსნარები არ არის რეკომენდებული, რადგან მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიური ეფექტი შეიძლება, იქონიონ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S