თურქეთში 30 მარტის შემდეგ პირველად, Covid-19–ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
16/05/2020 19:13:53 მსოფლიო
თურქეთში 30 მარტის შემდეგ პირველად, Covid-19–ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებით 41 ადამიანი გარდაიცვალა და 1610 დაინფიცირდა.
შეგახსნებთ, რომ ბოლო 2 კვირაა, თურქეთში Covid-19–ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 148,067 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 4,096 გარდაიცვალა, ხოლო 108,137 გამოჯანმრთელდა.


