თურქეთი მათ შორის საქართველოსთვის სამედიცინო ტურიზმს ხსნის
16/05/2020 15:46:10 მსოფლიო
თურქეთი 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სამედიცინო ტურიზმს 20 მაისიდან გახსნის,– ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
მედიის თანახმად, ძალაში რჩება რიგი შეზღუდვები: ქვეყანაში ჩასულ პაციენტს უნდა ახლდეს მაქსიმუმ ორი პირი, ყველა მათგანი გაივლის ტესტს ახალ კორონავირუსზე აეროპორტებსა და სასაზღვრო პუნქტებში. მგზავრებს უფლება ექნებათ ტესტიტება საკუთარ ქვეყანაში თურქეთში ჩასვლამდე 48 საათის მანძილზე გაიარონ და პასუხი საბაჟოზე წარადგინონ; ქვეყანაში მხოლოდ კოვიდ-უარყოფითი პირები დაიშვებიან; თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისთანავე, აღნიშნულ პირებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტრანსპორტი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანს. მათ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალებათ.
ცნობისთვის: თურქეთში ჯამში კორონავირუსის 146 457 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 4 055 ადამიანი ემსხვერპლა.


