Accentnews.ge
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა

16/05/2020 08:35:19 პოლიტიკა, ეკონომიკა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასესხო დახმარება 10 ქვეყანაზე გაიცემა, მათ შორის საქართველოზეც. კერძოდ, აღნიშნული პაკეტით, ყველაზე მეტ თანხას 1,2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს. საქართელოსთვის გამოყოფილი სასესხო პაკეტი კი 150 მილიონ ევროს შეადგენს. ქვეყნებს შორისაა: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, ტუნისი და ალბანეთი. პარლამენტის აღნიშნულ პროექტს 547-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ამჯერად გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S