„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ ინფორმაცია თითოეულ ფერმერამდე უნდა მივიტანოთ”
16/05/2020 07:03:09 ეკონომიკა, რეკლამა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი სახელმწიფორწმუნებულებს შეხვდნენ.
„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“კომპლექსურია და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამდე სწორად მივიტანოთ. ფერმერებმაუნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დახმარების პაკეტი, რომელიც მთავრობამშეიმუშავა კრიზისული პერიოდის დასაძლევად, მათთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ჩვენმიერ შემუშავებული პროგრამები კარგი შესაძლებლობაა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოსმეტი შეღავათი სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, სოფლისმეურნეობის დარგის განვითარებაზე, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათოუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება“, - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალურიინფორმირებულობის უზრუნველყოფაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობისმნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად იმუშავებენ ყველა იმ რგოლთან, რომელიცფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულიპროგრამების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარსუბარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი გამოწვევები ქვეყანამ ღირსეულადდაძლიოს და კრიზისი მინიმალურად აისახოს თითოეულ ადამიანზე.
„ბოლო წლებში ძალიან სერიოზული დახმარებები ხორციელდება სოფლის მეურნეობისგანვითარებისთვის. Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დახმარებების პაკეტიგაიზარდა. ის, ფაქტობრივად, გათვლილია ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოფლად ცხოვრობს დასაქმიანობს. აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმითგათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიდესფერმერებამდე, რაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ყველა რგოლისაქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონებში არსებულპრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.