
"უცხოელების წერილებს ჩვენთვის ხელი არ შეუშლია 2012 წლიდან მოყოლებული, ეს არ იყო მაინცდამაინც დიდი ტალღა და როგორმე გადავაგორებდით. არ ვეთანხმებით პრეზიდენტს"
15/05/2020 17:14:58 საშინაო პოლიტიკა
"არ ვეთანხმებით პრეზიდენტს იმაში, რომ ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას ქვეყნის შიგნი თუ მის გარეთ რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალების კომენტირებისას განაცხადა.
„შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდა თავის პრაგმატული მოსაზრებები, შეიძლება ჰქონდა თავისი კეთილშობილური გათვლები, თუმცა ჩვენ არ ვეთანხმებით პრეზიდენტს იმაში, რომ რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას ქვეყნის შინგით თუ ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება საფრთხეებს, ამაში ვერ ვეთანხმებით პრეზიდენტს, ჩვენ არ გვგონია, რომ ქვეყანას ჰქონდა შიგნი თუ გარეთ რაიმე ტიპის საფრთხეები. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გვახსოვს, რომ ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს გვიგზავნიდნენ წერილებს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე. 2012 წლის ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში დაიწყო ეს ყველაფერი თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დღეს იმ რეჟიმის კონკრეტული ლიდერები ზიან ციხეში და გარდა ამისა, არაერთი ლიდერი სააკაშვილის ჩათვლით არის გაქცეული და მიმალული. ეს არის რეალობა, რომ ამ წერილებს ჩვენთვის ხელი არ შეუშლია 2012 წლიდან მოყოლებული და როგორმე ამ ტალღასაც გადავაგორებდით. ეს არ იყო მაინცდამაინც დიდი ტალღა როგორც ხედავთ, თუმცა როგორც ჩანს პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", – განაცხადა კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, "კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და პრეზიდენტს სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა":
„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ,კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე, რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ, მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა".