Accentnews.ge
ბელარუსმა აშშ-დან ნავთობის მიღება დაიწყო

ბელარუსმა აშშ-დან ნავთობის მიღება დაიწყო

15/05/2020 14:49:17 მსოფლიო

ბელარუსმა აშშ-დან ნავთობის მიღება დაიწყო. ქვეყნის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს 1 თებერვალს ბელარუსში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

ცნობისთვის: ეს მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელი ჩინოსნის პირველი ვიზიტი იყო ბელარუსში.

“ამერიკული ნავთობის იმპორტი წყაროების დივერსიფიკაციისა და ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მდგრადი მოქმედების უზრუნველყოფის სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო ნავთობის სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობა განიხილება სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ელემენტად. ბელარუსი გააგრძელებს მოქმედებას აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების ინტერესებში" – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოცემა Tut.by-ს ცნობით, მიწოდებები ლიეტუვას პორტ კლაიპედას გავლით განხორციელდება. ტანკერი პირველი შესწყიდული პარტიით - 80 ათასი ტონა ნავთობით ტექსასის შტატიდან 17 მაისს გავა.

• ბელარუსმა აშშ-დან ნავთობის იმპორტი რუსეთთან ნავთობის ფასზე დავის ფონზე, ასევე მილსადენ “დრუჟბაში” ნავთობის დაბინძურების ინციდენტის შემდეგ დაიწყო, რომლის გამოც იგი გარკვეული დროის განმავლობაში გაჩერებული იყო.

• წლის დასაწყისში რუსეთიდან ნავთობის მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა. ბელარუსმა დაიწყო სატანკერო ნავთობის შესყიდვა, კერძოდ, საუდის არაბეთიდან, ოდესისა და კლაიპედას პორტების გავლით. მარტში მინსკი და მოსკოვი მიწოდებების განახლებაზე შეთანხმდნენ. რუსული ნავთობი ბელარუსში მიწოდებულის კვლავინდებურად უდიდეს ნაწილს შეადგენს. Tut.by-ს ცნობით, მაისში ბელარუსი რუსეთისგან დაახლოებით 1,1 მლნ ტონას შეისყიდის.

• 1 თებერვალს მინსკში ვიზიტის დროს პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ბელარუსი ნავთობით "100%-ით უზრუნველჰყოს".

• ბოლო დროს აშშ-ბელარუსის ურთიერთობები გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს. ამის დასტურად იქცა სახელმწიფო მდივნის ვიზიტიც. გაკეთდა ასევე განცხადება ბელარუსში აშშ-ის ელჩის დაბრუნების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S