Accentnews.ge
როდიდან აღდგება საერთაშორისო რეგულარული ფრენები

როდიდან აღდგება საერთაშორისო რეგულარული ფრენები

15/05/2020 13:09:23 ეკონომიკა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, საერთაშორისო რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან ააღდგება.

მისივე ცნობით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. შეზღუდვა სატვირთო, სპეციალურ და სამთავრობო რეისებს არ ეხება.

1 ივლისიდან საქართველოს მთავრობა ტურისტების მიღებას და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავს, ხელისუფლების განცხადებით, ფრენების განახლების სურვილი უკვე 20-მა ავიაკომპანიამ გამოთქვა.

ამ ეტაპზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ქვეყანა უცხოეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილია. გარდა ამისა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 21 მარტიდან შეწყვეტილია საერთაშორისო ფრენები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S