იტალიაში, ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები
15/05/2020 12:07:07 მსოფლიო
იტალიაში, ვენეციის მახლობლად არსებულ ქიმიურ საწარმოში აფეთქება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
მედიის ინფორმაციით, საწარმოში აფეთქება ხანძარმა გამოიწვია. თავად ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწარმოს სიახლოვეს მცხოვრებლებს შინ დარჩენისა და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდა.
მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი 10 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.


