
„ჯორჯიან ეარვეისი“ პირველი ივლისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს
15/05/2020 12:01:45 ეკონომიკა
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ პირველი ივლისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პირველი ივლისიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ რეგულარულ ფრენებს იწყებს. გუშინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 31 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი-ივნისის ბილეთები, შეუძლიათ, უფასოდ გადაჯავშნონ სხვა ალტერნატიულ თარიღებზე“, – აცხადებენ კომპანიებში.