Accentnews.ge
სლოვენიამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა

სლოვენიამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა

15/05/2020 09:24:04 მსოფლიო

სლოვენიამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემია დასრულებულად გამოაცხადა. სლოვენია პირველი ევროპული სახელმწიფოა, რომელმაც ვირუსის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კორონავიურით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა. დღეიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები სლოვენიაში თავისუფლად შეძლებენ მოგზაურობას, ხოლო არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის: ბოლო ოფიციალირული მონაცემებით, სლოვენიაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2 მილიონია, კორონავირუსის 1464 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 103 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S