ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფრთხილებს
15/05/2020 08:30:26 მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას პატივი სცეს და COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში მიღებული ზომები პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვის არ გამოიყენოს.
ასამბლეის დამკვირვებლების ცნობით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყანაში შემოღებული წესების დარღვევის ბრალდებით ბოლო პერიოდში 30-30 დღით 15-ზე მეტი აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი დააპატიმრეს.
ასამბლეა შიშობს, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს კორონავირუსული ინფექციით შესაძლო ინფიცირების გამო.
ცნობისთვის: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” სიტყვის თავისუფლების 2020 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი 180 სახელმწიფოს შორის 168-ე პოზიციას იკავებს. ერთი წლით ადრე იგი 166-ე პოზიციაზე იყო.


