
თბილისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ: "როგორ აღმოჩნდა, რომ მაღალი ძაბვის კაბელებთან ყოფილი ფეხბურთელები მუშაობენ?!“
15/05/2020 08:18:41 ეკონომიკა
ოპოზიცია თბილისის მერიას სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საქმე თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება.
როგორც ენმ–ის წევრი სატენდერო პირობების გაცნობის შემდეგ აცხადებს, სამუსაოების განხორციელება დაეკისრათ კომპანიებს, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. კერძოდ, ხაბეიშვილის განმარტებით, მათ შორისაა „ეიჯი გრუპი“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ხუცივილი სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნესპარტნიორია: ალექსანდრე ხუციშვილი "იბერია ავტოს" დირექტორი იყო, რომლის 10% გიორგი ნემსაძეს, ხოლო 90% "იბერის ბიზნეს ჯგუფს" ეკუთვნის, რომელიც კავშირში ხეჩიკავშილთანაა დაკავშირებული.
ამასთან, ხბეიშვილის ცნობით, ერთ-ერთი კომპანია "ელიბო“, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაევალა, სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა.
„ლეგიტიმური კითხვა გვაქვს, როგორ აღმოჩნდა, რომ მეტროში, რომლითაც ათასოპბით მოქალაქე გადაადგილდება, მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები. ოთხი კომპანიიდან ორს საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს. მეტიც, ერთი 2020 წლის თებერვალშია დაფუძნელებელი და მაისში უკვე მეტროში ჩაუშვეს. ეს ხალხი დირექტორიანად არც კი „იგუგლება“, რომ ნათურა მაინც აქვს შეცვლილი. რომელიც „იგუგლება“, ამ კომპანიის დირექტორი არის გიორგი ნემსაძის და ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიზნესპარტნიორი და "იბერია ავტოს" დირექტორიც“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მეტროში 2019 წლის ზაფხულში დაიწყო.