ზედიზედ მე–14 დღეა, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებს
15/05/2020 08:04:11 მსოფლიო
ზედიზედ მე–14 დღეა, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 10 000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 113 ადამიანი დაიღუპა და 10 598 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 2 418 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 262 843, გამოჯანმრთელებულია 58 226 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 303 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 340 000–ს გადააჭარბა, 1 712 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


