Accentnews.ge
აშშ–ში Covid-19 108 წლის ქალმა დაამარცხა

აშშ–ში Covid-19 108 წლის ქალმა დაამარცხა

15/05/2020 06:55:41 მსოფლიო

აშშ–ში Covid-19–სგან 108 წლის ქალი განიკურნა, – იუწყება CNN. სილვია გოლდშოლი ნიუ ჯერსის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მას დაავადება აპრილში დაუდგინდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ 108 წლის ქალმა Covid-19 დაამარცხა.

როგორც CNN წერს, სილვია მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ადამიანია, რომელიც ახალი კორონავირუსისგან განიკურნა.

გამოცემის ცნობით, გოლდშოლმა 1918 წლის გრიპის პანდემიის პერიოდიც გამოიარა.

„მე ამ ყველაფერს გადავურჩი, რადგან მტკიცედ გადავწყვიტე, რომ უნდა გადავრჩენილიყავი“, – აცხადებს სილვია.

108 წლის ქალის კომენტარს ნიუ ჯერსის გუბერნატორიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია გოლდშოლის სულისკვეთებით, შემართებითა და სიძლიერით.

ცნობისთვის: Covid-19-მა ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში იმსხვერპლა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით 86 912 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 1 457 593 შემთხვევა დადასტურდა და Covid-19-სგან 318 027 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S