
მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, პატიმრობა შეეფარდა
12/06/2019 11:18:29 სხვა, სამართალი
მამაკაცს, რომელმაც აგარაში მეუღლე დაჭრა და ერთი პირი მოკლა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
ერთი ადამიანის მკვლელობისა და მეორე პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.
პროკურატურის შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ პროცესი დაიხურა. დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება და პროცესის დახურვაც პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით გადაწყდა.
ცნობისთვის: აგარაში მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი, რომელსაც ქმარმა ცივი იარაღით სხეულზე 13 ჭრილობა მიაყენა, რენიმაციულ განყოფილებაში რჩება.