იტალიის პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის დატოვებით იმუქრება
14/05/2020 19:44:49 მსოფლიო
იტალიის პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის დატოვებით იმუქრება. ჯუზეპე კონტეს განცხადებით, თუ ე.წ. მწვანე დერეფნის თაობაზე ევროკავშირის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ორგანიზაციას დატოვებს.
"ჩვენთვის მიუღებელია ისეთი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ მარშრუტებს შექმნის. ამას არასდროს დავუშვებთ", – განაცხადა კონტემ.
ე.წ. მწვანე დერეფანი ინიციატივის თანახმად, რიგ ქვეყნებს (სადაც Covid-19–ის ახალი შემთხვევები უკვე შემცირდა ან მკვეთრად იკლებს) უფლება ექნებათ ტურისტები მიიღონ მანამდე, სანამ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა საზღვარს გახსნის.


