Accentnews.ge
ვიეტნამში 10–მა პირმა გამოთქვა მზაობა, დაუთმოს ფილტვი Covid-19–ით ინფიცირებულ ბრიტანელ მამაკაცს

ვიეტნამში 10–მა პირმა გამოთქვა მზაობა, დაუთმოს ფილტვი Covid-19–ით ინფიცირებულ ბრიტანელ მამაკაცს

14/05/2020 18:52:28 მსოფლიო

ვიეტნამში 10–მა პირმა, მათ შორის 70 წლის სამხედრო ვეტერანმა გამოთქვა მზაობა, დაუთმოს ფილტვი Covid-19–ით ინფიცირებულ ბრიტანელ მამაკაცს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ ფასდება.

ინფიცირებული 43 წლის მამაკაცი ვიეტნამის ავიახაზების პილოტია.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პაციენტის გადარჩენის ერთადერთ გზად ექიმები ფილტვის ტრანსპლანტაციას ასახელებენ. მედიკოსების თქმით, პილოტის ფილტვების მხოლოდ 10% მუშაობს.

ვიეტნამელმა ექიმებმა 10–ივე დონორს უარი განუცხადეს.

„მივესალმებით მათ კეთილ სურვილს, მაგრამ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები არ გვაძლევს უფლებას, ჯანსაღ, ცოცხალ ადამიანს ამოვუღოთ ფილტვი და სხვა ადამიანს გადავუნერგოთ“, – განაცხადეს ადამიანის ორგანიზმის ტრანსპლანტაციის ეროვნულ საკოორდინაციო ცენტრში.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ვიეტნამში Covid-19–ით 288 ადამიანი ინფიცირებული, მათგან 260 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S