ტრამპი: "ამერიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს იბრუნებს"
14/05/2020 15:17:33 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს იბრუნებს.
„კარგი რიცხვები მოდის იმ შტატებიდან, რომლებიც იხსნება. ამერიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს იბრუნებს. ვაქცინაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ დამაიმედებელია, წლის ბოლომდე“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვისკონსინის შტატის უზენაეს სასამართლოს, რომელმაც შტატის გახსნის გადაწყვეტილება გასცა.
„შტატის დემოკრატი გუბერნატორი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იძულებული გახდა, შტატი გახსნას. ხალხს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება სურს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.


