Accentnews.ge
მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები COVID–19–ის ვაქცინის უფასოდ ხელმისაწვდომიბას მოითხოვენ

მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები COVID–19–ის ვაქცინის უფასოდ ხელმისაწვდომიბას მოითხოვენ

14/05/2020 13:31:50 მსოფლიო

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ითხოვენ, რომ ვაქცინა, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავდება, ყველასთვის ხელმისაწვდომი უფასოდ უნდა იყოს. ამის შესახენ ერთობლივ ღია წერილშია ნათქვამი. წერილს 140 ხელმომწერი ჰყავს.

„მთავრობები და საერთაშორისო პარტნიორები უნდა გაერთიანდნენ ერთობლივი გარანტიის ირგვლივ, რომელიც უზრუნველყოფს ვაქცინის შემუშავების შემდეგ მის სწრაფ გავრცელებას ყველა ხალხებისთვის და ყველა ქვეყნისთვის, ანაზღაურების გარეშე“,- წერია წერილში.

დოკუმენტის თანახმად, იგივე ეხება მკურნალობის, დიაგნოზისა და ტექნოლოგიების ახალი მეთოდების შემუშავებასაც:

„ახლა იმის დრო არ არის, რომ ყველაზე მდიდარი კორპორაციები და მთავრობები სიცოცხლეთა გადარჩენის უნივერსალური საჭიროების წინ დადგნენ და ეს მორალური ამოცანა საბაზრო მოთამაშეებს დაუტოვონ. წვდომა ვაქცინასა და მკურნალობაზე არის მთელი კაცობრიობის ინტერესში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ისტორიის მტკივნეული გაკვეთილები, რაც უთანაბრო წვდომას ეხებოდა შიდსის და ებლოლას ეპიდემიების დროს... მხოლოდ ვაქცინას, თანასწორობისა და სოლიდარობის საფუძველზე შეუძლია დაიცვას კაცობრიობა და ჩვენი საზოგადოებების უსაფრთხო არსებობა“,-ნათქვამია წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S